შუახევში ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება
შუახევში, წყალსაყრის ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, შეიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. ამასთან, კეთილმოეწყობა ამბულატორიასთან მისასვლელი გზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ხიჭაურის ამბულატორიაში. მიმდინარე წელს, მოწესრიგდება ასევე დღვანისა და ჭვანის ამბულატორიების ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში.