გორის მერია: გორელი პედაგოგები პოლონურ გამოცდილებას მიიღებენ

პოლონეთში გორის მუნიციპალიტეტიდან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები გადამზადდებიან, რომლებიც საბავშვო ბაღებში იმუშავებენ. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამაზე სასაუბროდ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერს ზბიგნევ ვლოდკოვსკისა და პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლები გორის მერთან და მერიის ა (ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, პროგრამის დეტალებზე და მისი განხორციელების გზებზე საუბრობდნენ.
პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტთან გორის მერიას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც პატარა სპორტსმენების გაცვლითი პროგრამა უკვე განხორციელდა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პოლონეთის დელეგაციის წევრებმა გორის მერთან შეხვედრის შემდეგ, გორში არსებული მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
პოლონელები გორიში რამდენიმე დღე კიდევ დარჩებიან და საქართველოს ღირსესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები