გოგი მეშველიანმა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა ბოლნისსა და დაბა კაზრეთში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება აგრეთვე, აქტიურად მიმდინარეობს გზების ორმოული შკეთება.
ამ ეტაპზე , ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 175 000 ლარით ფინანსდება“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ჯამში 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.