ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰაერში ბუნებრივი აირი იფრქვეოდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან „სოკარის“ წარმომადგენლები და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.
ამ დროისთვის ბუნებრივი აირი 500-მდე აბონენტს არ მიეწოდება.
წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანება სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, რომელსაც შპს „გზა“ აწარმოებს.