ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად აღნიშნული უწყების შესავლელი გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილე მძღოლები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ თურქეთთან, რუსეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან საერთაშორისო გადაზიდვების აღდგენას. ასევე ამბობენ, რომ სატვირთო ავტომობილები გაჩერებული აქვთ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათივე განცხადებით, უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს საბანკო დავალიანება გაეზარდათ.
მძღოლების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ადგილზე სამართალდაცავები არიან მობილიზებული.