ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში გზების ორმოული შეკეთება მიმდინარეობს
საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ჯამში 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.