საქსტატის განახლებული მონაცემები – მაისში ყველაზე მეტად ისევ ზეთი გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 7.7%.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ – ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა – 42.7%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ზეთი და ცხიმი – 42.7 %
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7 %
რძე, ყველი და კვერცხი – 8.0 %
ყავა, ჩაი და კაკაო – 8.0%
თევზეული – 7.6 %
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.2%
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 6.0%
პური და პურპროდუქტები – 5.8 %.
საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -23.3 პროცენტით, ასევე ხილსა და ყურძენზე -20.9 პროცენტით.