სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტის საკითხები განიხილეს
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტის საკითხები განიხილეს
სურსათის ეროვნულ სააგენტოში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სურაათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ექსპორტიორებს არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
“საექსპორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ექსპორტიორ კომპანიებთან, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს ცოცხალი ცხოველების ექსპორტი და მაქსიმალურად იყოს დაცული არსებული საკარანტინო მოთხოვნები.
საქართველოდან ცოცხალი ცხოველების (წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი) ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყატარში, ბაჰრეინსა და ომანში. მიმდინარე წელს 71 300 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია ექსპორტირებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.