გორში გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
გოგონა ამ წუთებში მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
მოზარდი 31 მაისს გაუჩინარდა, თუმცა ოჯახმა პოლიციას მხოლოდ დღეს მიმართა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.