“ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მსგავს პროექტებს” – გოგი მეშველიანი დისველის საჯარო სკოლის პროექტს გაეცნო
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან – დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დისველის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს და სკოლასთან არსებული ეკო-კლუბის წევრებს შეხვდა.
კლუბის წევრებმა მათ პროექტი -„ ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“ წარუდგინეს. პროექტის მიზანს საზოგადოებაში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა წარმოადგენს.
„დღეს გავეცანით საინტერესო პროექტს, რომელიც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ითვალისწინებს, დამამთავრებელი და პირველი კლასისს მოსწავლეებმა ყოველწლიურად, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩარგონ მათი სახელობის ხე, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნური ტყის მასივის გაშენებას და მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ მზრუნველობას გარემოს დაცვაზე.ჩვენ, ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მსგავს პროექტებს“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.