ახალი დეტალები გორში გაუჩინარებული არასრულწლოვნის საქმეში – რა ჩანს ვიდეოკამერების ჩანაწერებში
გორში 14 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომელიც ოჯახმა უკვე ნახა.
ოჯახის წევრების თქმით, კადრში ჩანს, თუ როგორ ელოდება გოგონა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე დედას, შემდეგ მიდის ახლოს მდებარე წყლის ონკანთან, რის შემდეგაც არასრულწლოვნის კვალი ამ ადგილიდან იკარგება.
შეგახსენებთ, რომ გოგონა 2 დღის წინ გაუჩინარდა. ის სოფელ ტინისხიდის მკვიდრია, 31 მაისს დედასთან ერთად გორში იყო ჩასული, რამდენიმე წუთით ბანკში შესულ დედას, ფილიალის ეზოში მყოფი შვილი აღარ დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს.