საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისს 2 მილიონზე მეტი ლარი გამოეყო

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 31 მაისის #885 განკარგულებით,   ქუთაისის მუნიციპალიტეტს  2.1 მილიონი ლარი გამოეყო.  შესაბამის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 
მათი ცნობით, ამ  თანხით დაფინანსდება:
  • ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის გზის რეაბილიტაცია.
  • მელიქიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია.
  • ცხინვალის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 
  • ხიდის მშენებლობა მდინარე ოღასკურაზე.
  • გელათის, ნიუპორტის და კოსტავას ქუჩების კვეთასთან  სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია .
  • გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები