თეთრიწყაროში ძიუდოისტებისა და მათი მწვრთნელებისთვის სემინარი გაიმართა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის ცენტრში, საქარათველოს ძიუდოს ფედერაციიდან წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს, რომელიც ძიუდოს იაპონური ტერმინოლოგიის ათვისებასა და სწორი თანამედროვე ტექნიკის შესწავლას შეეხო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სემინარი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სპორტსმენებს 2028 წლის ოლიმპიადისთვის მოამზადებს.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც თეთრიწყაროს, ასევე ბოლნისის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა.