თეა მაჩიტიძე: პაციენტებმა დაზიანება ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საყულიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც “კლინიკა ლჯ”-ის გადაუდებელი მედიცინის ხელმძღვანელი თეა მაჩიტიძე ამბობს, პაციენტებს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიღებული დაზიანებები აღენიშნებოდათ.

“დღის მეორე ნახევარში მოგვმართა ორმა პაციენტმა, რომელთაც აღენიშნებოდათ დაზიანება წვივის ქვედა არეში. პაციენტების განმარტებით, მათ დაზიანება მიიღეს ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად. ჭრილობა იყო ნაკვეთ-ნაფლეთი, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და პაციენტები ერთ საათში გაეწერნენ სახლში”, – თქვა თეა მაჩიტიძემ.

კითხვაზე იყო თუ არა ჭრილობა ნატყვიარი, მედიკოსმა განაცხადა, რომ
პირველადი დათვალიერებით ტყვიის კვალი არ იკვეთება და დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გუშინ საყულიაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა პირი, რომელმაც “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გუშინვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე იყო სროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები