პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისის მერმა პირადად მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი ტატუაშვილი სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

“სასკოლო მზაობის ჯგუფების გაცილების ცერემონიალზე აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშილმა, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან – ნინო ომიაძესთან ერთად სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები