2 ივნისის კოვიდსტატისტიკა – ვითარება თბილისსა და რეგიონებში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 509 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა – 82, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 33, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 88, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 346 150 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 329 516, გარდაიცვალა 4 834 პაციენტი.