ბავშვთა დაცვის დღე ხულოში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღე ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფელ თაგოში, თხილვანისა და ხიხაძირის სკოლამდელი დაწსებულებების უფროსი ჯგუფების ბავშვებისათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
“შეხვედრის ორგანიზატორებმა, პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს, ტკიბილეულით და საბავშვო წიგნებით დაასაჩუქრეს.
ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის სამსახურის და მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით ჩატარდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე —1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ბედნიერ, ლაღ და წარმატებულ მომავალსლ, – ნათქვამია ინფორმაციაში.