უხვმა ნალექმა ცაგერში პრობლემები შექმნა
ცაგერის მუნიციპალიტეტში 31 მაისის საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ქარიშხალმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა ქალაქ ცაგერში. ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლების, დაწესებულებების სახურავები, მათ შორის, სპოტული კომპლექსის შენობის.განადგურდა ნარგავები და ვენახები.ქარიშხალმა გადატეხა მრავალწლიანი ხეები.
“აქტიურად მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგეხელიძემ,მერის მოადგილემ ერასტი მეტრეველმა,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია.
შექმნილია სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შემსწავლელი კომისია.
კომისია დაითვლის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება სტიქიით დაზარალებულებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.