სამტრედიის მერმა ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მოადგილეებთან, გრიგოლ დალაქიშვილთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჭიდაობის რამდენიმე სახეობის სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული 14 სპორტსმენი და მწვრთნელი მუნციპალიტეტის მერიის მიერ 200-დან 1000 ლარამდე ფულადი ჯილდოთი და დიპლომებით დაჯილდოვდა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასკოლო ოლიმპიადაში, სხვადასხვა საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს, მერიის მიერ, სიგელები და ფულადი ჯილდო 200 ლარი გადაეცათ.

,,თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდის გამარჯვება და წინსვლა ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიაა. ჩვენ მუდამ მზად ვართ ხელი შეუწყოთ ნებისმიერ სფეროში მოღვაწე გამორჩეულ ახლგაზრდებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ წარმატებისათვის. ვამაყობ თითოეული მათგანით”,- განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები