გურჯაანში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა

გურჯაანში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით. ანიმატორებმა და ანიმაციური ფილმების გმირებმა, ბავშვებთან ერთად, დრამ-შოუს თანხლებით, ქალაქის ქუჩები მოიარეს. შემხვედრ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და ბუშტებით დაასაჩუქრეს.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები