ჩხოროწყუში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. ინფორამაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
„პატარებმა ასფალტი მოხატეს, გაიმართა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩოგბურთში, ასევე ჩატარდა ველორბოლა, რომელშიც 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ.
ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, პატარებთან ერთად ასფალტის მოხატვაში თავადაც მიიღო მონაწილეობა და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეები დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები