ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს ქუთაისიდან ტაქსის მძღოლები შეუერთდნენ
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტს დღეს ტაქსის მძღოლები შეუერთდნენ. გაბმული სიგნალებით ქუთაისიდან გუმათში რამდენიმე ათეული ავტომანქანა ავიდა.
ტაქსის მძღოლები რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
„ტაქსისტები სოლიდარობას ვუცხადებთ ხეობის მცველებს, ვცდილობთ ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რიონის ხეობა არ უნდა დაიტბოროს“, – აცხადებენ მძღოლები.
შეგახსენებთ, დღეს რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტის 218-ე დღეა, ხეობაში გრძელდება „ხმაურის აქცია“, ჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში აღმართულ ხეობის გამყოფ რკინის ჯებირს აბრახუნებენ, რითაც ნამოხვანისკენ გზის გახსნას ითხოვენ.