ბავშვთა დაცვის დღე ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ბავშვთა დაცვის დღე, სოფელ ბაისუბნის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო სკოლის სპორტსმენებსა და შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობა მოკლებულთა ორგანიზაცია „მადლი“-ს აღსაზრდელებს მიულოცა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერი ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების განრიგით დაინტერესდა, მათ მომავალ გეგმებს გაეცნო და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთო.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ბავშვები იმსახურებენ ბედნიერებას. მსურს, ჩემს ქვეყანაში, თითოეული მათგანი უზრუნველ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ცხოვრობდეს, წარმატებულ და ღირსეულ მომავალს გისურვებთ. ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ,“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები