ლაშა ხუციშვილი: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტული ნაკადის მისაღებად მზადაა
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტული ნაკადის მისაღებად მზადაა, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გააკეთა. ლაშა ხუციშვილი საბაჟოზე პროცედურების მიმდინარეობასა და კონტროლის ღონისძიებებსაც გაეცნო.
ე.წ. კომენდანტის გამო საბაჟო განსხვავებული რეჟიმით, 10:00 დან 20:00 საათამდე მუშაობს. დროში შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს. საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ თურქეთში გადასვლა ერთი დღით – მათ 72 საათში განმეორებით PCR ტესტირება სჭირდებათ ან იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.