ახალციხის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას “საქართველოს მელიორაცია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
“სოფელ ვალეს, პამაჯის, გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხები იწმინდება.
სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.
ქსელის მოწესრიგების სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები