ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ე.წ. რესპუბლიკაში 233 ლეტალური შემთხვევაა.
რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, ბოლო 24 საათში გამოვლენილია 17 ახალი შემთხვევა, პანდემიის დაწყებიდან კი 15 331 შემთხვევა.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმში 33 ადამიანია მოთავსებული, 10-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 14 პირია, გაგრაში 9; ტყვარჩელში კი 8.
სულ გამოჯანმრთელებულია 14 693 პირი.