ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებლობას საკვების მიმწოდებელ კომპანიას აკისრებს

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში მოწამლული 45 თანამშრომლიდან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში კი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცავებიც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საკვებთან ერთად სინჯები სასმელი წყლიდანაც აიღეს.

სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაცია კი თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებლობას საკვების მიმწოდებელ კომპანიას აკისრებს.

სამკერვალოში ამბობენ, რომ სამუშაოები ამდროისათვის მიმდინარეობს, თანამშრომლების ნაწილი სამსახურში გამოცხადდა.

თავის მხრივ, სამკერვალო ფაბრიკაში საკვების მიმწოდებელი კომპანია აცხადებს, რომ მათ წესები არ დაურღვევიათ და კვლევის შედეგებს ელოდებიან.

როგორც ცნობილია, ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში თანამშრომლები გუშინ მოიწამლენ, ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები