ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში სეტყვასძლიერი ქარიც ერთვოდა.
სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დადგენა.