ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორას კალაპოტის ფორმირება და ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შ.პ.ს “ჯეი-ემკომპანი”ასრულებს
ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ბარში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია -შ.პ.ს “ცოტნე” ახორციელებს .