ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში 50-მდე ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა
ხელვაჩაურში ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში 50-მდე ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, შუადღის სადილის შემდეგ ფაბრიკის პერსონალი შეუძლოდ გახდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობას.
სამკერვალო ფაბრიკაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. როგორც ირკვევა, ფაბრიკისთვის მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს „ანკარა ქეითერინგი“. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.