პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.
მისი თქმით, ამ თანამდებობებს გიორგი გუგუჩია და ვალერიან მჭედლიძე დაიკავებენ.
„გიორგი გუგუჩია პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მუშაობდა შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში და ძალიან გამოცდილი კადრია. ის ზუგდიდიდანაა და ძალიან კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, რომ წარმატებული გუბერნატორი იქნება.
ვალერიან მჭედლიძე წარმოშობით გორიდანაა და ძალიან წარმატებული საჯარაო სექტორის თანამშრომელია. ბოლო დროს ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს“, – განაცხადა პრემიერმა.