“რადიკალიზმი არ არის პროდუქტიული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნამოხვანჰესზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დიალოგისთვის კვლავ მზად არის.
„ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა საკუთარი ნება და სურვილი, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა, ამ შეკითხვებს უპასუხოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. რადიკალური ნაბიჯები არ არის მისაღები. ჩვენ ვართ მზად დისკუსიისთვის ყველასთან და მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება, ჩვენი მხრიდან გაგრძელდეს ურთიერთობა. რადიკალიზმი არ არის აქ პროდუქტიული. თუ ვინმეს აქვს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, დასვან ეს კითხვები. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, ვუპასუხებთ ამ კითხვებს. ეს არის ყველაზე სწორი და გონივრული ფორმატი“, – განაცხადა კობახიძემ.