რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ამბროლაურში – ინტერვიუ მუნიციპალიტეტის მერთან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე გვესაუბრა.

ბატონო ზვიად, კონკრეტულად რომ ვითხრათ, რა მსხვილმასშტაბიანი პროექტები განხორციელდა უკვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და რა იგეგმება ახლო მომავალში?

– პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მუნიციპალიტეტით დაინტერესებისთვის.  

ბოლო 3 წლის განმავლობაში, დაფინანსების სხვადახვა წყაროთი, ამბროლაურში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

ჩვენთვის, როგორც მაღალმთიანი მხარისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურისგანვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესპრიორიტეტია. გასულ წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგია, რომ დღეს, მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი უკვე სარგებლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზებით.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ასევე  წყალსადენი სისტემების მოწესრიგებისთვის. აქტიურ ფაზაშია სოფლების გაზიფიცირების პროცესი. ვცდილობთ, არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა ის სფერო, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გარკვეული პრობლემები იკვეთება.

როგორი მდგომარეობაა სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით?

– სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა.

ქ. ამბროლაურში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, სადაც შესაძლებელია ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს, გარდა ამისა, განხორციელდა დახურული სპორტული დარბაზისა და ღია სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია, აშენდა 40-მდე მცირე მოედანი სოფლებში, გაკეთდა სავარჯიშო სივრცეები – ე.წ. ტრენაჟორები.

აღნიშნულ ობიექტებს, აქ არსებუ სხვა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, სპორტის სხვადასხვა სახეობის მეტად განვითარებას და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის გაზრდას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რა სახის სამუშაოები ხორციელდება ამ მიმართულებით?

– დიახ, მიმდინარე წელს ამბროლაურში სამი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა
ხორციელდებადასრულების ეტაპზეა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაპარალელურად დაწყებულია ბრატისლავარაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიაღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, გამწვანებას, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს.

იწყება მდკრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობასადაც დაგეგმლია რეკრეაციული ზონის მოწყობა, გასართობი სივრცეების შექმნაბულვარის გაკეება და კაფებარების მშენებლობა. ეს არის ქალაქის სამი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სინთეზის შედეგად ამბროლაუ კიდევ უფრო  გამორჩეული და მიმზიდველი ქალაქი გახდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს რეგიონებს განვითარდეს და ეკონომიკურად გაძლიერდეს. ეს კი, თავისთავად დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე და ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2 ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული დამსვენებლების ერთ-ერთ ძირითად თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

რაჭის ყველაზე დიდი სიმდიდრე აქ არსებული ადამიანური რესურსია და ვცდილობთ, თითოეული პროექტის თუ პროგრამის განხორციელებისას სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. დაგეგმილია მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებისა და თითოეული ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები