ლანჩხუთში ღრმაღელე-ორმეთი-ომფარეთის გზას რეაბილიტაცია უტარდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ღრმაღელე-ორმეთი-ომფარეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 1 800 000 ლარია. სამუშაოებს კომპანია ,,პალადა” ასრულებს.
ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ზედამხედველობის სამსახურის უფროს, თენგიზ ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები