მალხაზ თორიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას თავად თორია ადასტურებს. თუმცა სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მალხაზ თორია გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

როგორც უკვე ყოფილი გუბერნატორი განმარტავს, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, დღეს დატოვა.

მალხაზ თორია რწმუნებულის თანამდებობაზე 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა.

ასევე არსებული ინფორმაციით, თორიას შემცვლელად გიორგი გუგუჩია მოიაზრება, რომელიც წლების წინ რეგიონში ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები