„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გუმათში გრძელდება. პროტესტის მონაწილეებმა ღამე კვლავ რკინის ბარიკადებთან გაათენეს.
მათი მეორე ლოკაცია „ენკას“ სამშენებლო ბაზაა, ამბობენ რომ კომპანიის ტექნიკისა და თანამშრომლების ხეობაში შეყვანას არ დაუშვებენ და ხელს შეუშლიან.
ღამით მათ გუმათში, რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა რამდენჯერმე სცადეს. ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში განვითარებული მოვლენების დროს ერთი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავა.