“გოგლაობა 2021” – საგარეჯოში გიორგი ლეონიძის 122 წლის იუბილე აღნიშნეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით, სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში, პოეტის 122 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული- “გოგლაობა-2021” გაიმართა. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მოწვეულ სტუმრებს “ნატვრის ხის” გმირებმა ბროწეულების  ჩრდილქვეშ უმასპინძლეს, სადაც დიდი პოეტის არაერთი ლექსი და პროზაული ციტატა გაჟღერდა.
“ღონისძიება მოკრძალებულ ფორმატში ჩატარდა რეგულაციების სრული დაცვით, რომელსაც მწერალთა კავშირის წევრები, პოეტის შთამომავლები და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  საგარეჯო-დედოფლისწყარო, გურჯაანი-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილი,
პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე – სოზარ სუბარი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი შიოშვილი ესწრებოდნენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ერბოწონაშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას და  ღონისძიების ორგანიზატორებს და მწერალთა კავშირის წევრებს მადლობა გადაუხადა გოგლას სახელისა და შემოქმედების უკვდავყოფისთვის.
წელს, გოგლას გარდაცვალებიდან 55-ე წელი შესრულდა. 1967 წლიდან- კი სახალხო დღესასწაულს უკვე ტრადიციული სახე აქვს და ყოველწლიურად პოეტის მშობლიურ სოფელში, პატარძეულის  სახლ – მუზეუმში აღინიშნება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა -არჩილ ჯაბადარმა – ლიტერატურულ კონკურს –   “ნატვრის ხის”  გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.
გოგლაობის სახალხო დღესასწაული სოფელ პატარძეულში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები