დიდაჭარაში ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა

დიდაჭარამ, ქართულ ჭიდაობაში, ,,დიდაჭარობის“ თასზე, აჭარის პირად-გუნდურ პირველობას უმასპინძლა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეჯიბრი 8 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან იღებდნენ მონაწილეობას.

“საინტერესო სპორტული ასპერეზობების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული ფალავნები და გუნდები:

50 კგ. წონით კატეგორია I ადგილი გიორგი კოჩალიძე – ხულო
55 კგ. წონით კატეგორია I ადგილი იგორი ბერიძე – ქედა
60 კგ. წონით კატეგორია I ადგილი ბექა შავაძე – ხულო
66 კგ. წონით კატეგორია I ადგილი ლუკა შაინიძე – ბათუმი
73 კგ. წონით კატეგორია I ადგილი ნიკა თავართქილაძე – ხულო
81 კგ. წონით კატეგორია I ადგილი სულხან აბაშიძე – შუახევი
90 კგ. წონით კატეგორია I ადგილი სულხან აბაშიძე – შუახევი

შეჯიბრის წესების თანახმად, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

I ადგილი – ხულო
II ადგილი – შუახევი
III ადგილი – ბათუმი

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებსა და ფალავნებს თასები, მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები