კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ავტომანქანებითა და საჭაპნე ტრანსპორტის გამოყენებით ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებულ ჭალის მუხის სახეობის I და II ხარისხის მორების, ასევე, რცხილას, იფნის, წიფლისა და მუხის სახეობის 7,5 მ³-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

აღნიშნული ხე-ტყე მათ უკანონოდ მოიპოვეს გომბორის, ჭიაურის, ახმეტის, შპს „ფაუნასა” და მდინარე დურუჯის მიმდებარედ არსებულ ტყეებში.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. ერთი ფაქტი კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არაერთგზის ჩადენილი ქმედების გამო. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები