დედაქალაქიდან რიონის ხეობაში დაბრუნებული ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საჭიროა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მეტი ადამიანის მობილიზება, რათა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებმა შედეგი გამოიღოს

დედაქალაქიდან რიონის ხეობაში დაბრუნებული ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საჭიროა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მეტი ადამიანის მობილიზება, რათა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებმა შედეგი გამოიღოს.

„რაც დედაქალაქიდან დავბრუნდით, ვიცით, რომ კომპანია „ენკას“, რიონის ხეობაში, მომარაგებული ჰქონდა ტექნიკაც, საკვებიც და საწვავიც. ამიტომ, ამ მხარეს არაფერი დასჭირვებიათ და საერთოდ არ უმოძრავიათ. იმ რაოდენობით არ ვიყავით მობილიზებულნი, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაგვეწია. დღეს ჩვენი თანამებრძოლები ადვილად გადასწიეს გზის სავალი ნაწილიდან და გაიარა ერთეულმა ტექნიკამ. ვფიქრობთ, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი მობილიზდება, მათ შორის – ბარიკადთანაც, ქვედა ნაწილშიც, ვფიქრობთ, რომ ხეობას მეორე მხრიდანაც მოვუაროთ, გავნაწილდეთ. ამისთვის, კიდევ უფრო მეტი ადამიანია საჭირო. სამშენებლო მოედნის ნახვის გეგმა ისევ ძალაშია, თუმცა ჩვენი შიდა სტრატეგიის ნაწილია და ველით შესაბამის მომენტს იმისთვის, რომ ამ ბრძოლის წერტილები უფრო გაიშალოს“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

სოფელ გუმათში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გუშინ ღამითაც გაიმართა. იქამდე, 27 მაისის ღამეს მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა 28 მაისს მათი სასამართლო პროცესი გადაიდო და დარბაზიდან რვავე გაათავისუფლეს.

შსს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები