სოფელ ოზაანში, ამაღლების ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელი ოზაანში, ამაღლების ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტების მონიტორინგის მიზნით სამუშაო პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
650-მეტრიანი მონაკვეთი ცენტრალურ გზას უერთდება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველებისა და ტურისტებისთვის.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის რეგიონში წელს 30 მილიონი ლარის ღირებულების 90-მდე პროექტი დაფინანსდა, საიდანაც დაახლოებით 10 პროცენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე მოდის.