ბათუმში ბანკის თანამშრომლებს მილიონობით ლარის მითვისებას ედავებიან – “ლიბერთი ბანკი” განცხადებას ავრცელებს

“ლიბერთი ბანკი” გავრცელებულ ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც ბანკი ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის უკვე ყოფილ მენეჯერს და 14 დასაქმებულს უჩივის, განცხადებას ავრცელებს. ბანკის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში, აღმოჩენილ იქნა დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მათივე განცხადებით, ყველა ფილიალი შეუფერხებლად მუშაობს და მომხმარებელთა ფინანსებს საფრთხე არ ემუქრება.

“ლიბერთი ბანკის” მიერ, ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში, აღმოჩენილ იქნა დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
ლიბერთი ბანკი სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი
შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ბანკი აცხადებს, რომ არანაირი სართხე არ ემუქრება მომხმარებლების თანხებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლიბერთი ბანკი” ბათუმის ფილიალში ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი დოლარი და 80 ათასი ევრო, 37 ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან გაქრა. დანაშაულებრივი სქემა, გამოძიების ცნობით, 2015 წლიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები