გუმათში წუხელ ღამით დაკავებული 8 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა. აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. აქტივისტებს გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს არის ჩანიშნული.
შეგახსნებთ, 8 პირი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.