შუახევში ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის ,,თაიმის“ გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

შუახევში ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის ,,თაიმის“ გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, ჟიურის წევრები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტი, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“საუკეთესო ათეული სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსის მიზანს, მოსწავლეებში ჟურნალისტური ხედვის განვითარება, ინტერვიუს აღება, ჟურნალისტური წერის მანერის შესწავლა, კითხვების შედგენის პრინციპი, ვიდეო სიუჟეტების გადაღების პრაქტიკის შესწავლა წარმოადგენდა.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი, მუნიციპალიტეტის მერიისა და შუახევის რესურსცენტრის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები