ხულოში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის 538 704 ლარი დაიხარჯება
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ ირემაძეების 70-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.
“სამუშაოებს შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 197 000 ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს 10 700 მეტრი მაგისტრალის, 300 მეტრი საავტომობილო გზის და 80 ტონიანი რეზერუარის მოწყობას.
ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.
სამუშაობზე დასაქმებულია 12 ადგილობრივი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.