“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ ტვიშში დაგეგმილი პროტესტი გადადეს
“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ტვიშში წასვლა და იქ დაგეგმილი აქტივობები, გადადეს. როგორც ე.წ. „რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დღევანდელი გეგმები შეიცვლა იმ მიზეზით, რომ წუხელ მათსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას მათი 8 თანამოაზრე დააკავეს.
გოლეთიანის თქმით, ახლა, ადვოკატებთან ერთად პროცესში ერკვევიან იმ მხრივ, თუ რას ედავება პოლიცია დაკავებულებს, რამდენად ადვილად გაათავისუფლებენ მათ ან რა შეიძლება გართულდეს ამ პროცესში. მისივე განმარტებით, გამართავენ თუ არა აქციას სასამართლოსთან, ეს დამოკიდებულია სწორედ იმის გარკვევასთან, თუ რას ედავება პოლიცია დაკავებულებს. მისი თქმით, თუ თანამოაზრეების გასათავისუფლებლად საჭირო გახდება აქციის ჩატარება სასამართლოსთან, ასეთ შემთხვევაში შეიკრიბებიან.