ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა  სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით,  ამ ეტაპზე სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით ხორციელდება, სულ 590 გრძ.მეტრი. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან,  59301,99 ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოებს შპს,, შარა“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები