აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. ბობოყვათის ტერიტორიის ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აჭარის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აუქციონი. საუბარია 28,5 ჰექტრის მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე. პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული გავითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით, ტერიტორიის
75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს. აუქციონის პირობების შედგენა ცნობილი საერთაშორისო კომპანია “ქოლიერს ინთერნეიშენელის” კონცეფციის საფუძველზე მოხდა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების წვდომის ვალდებულებით, ბულვარის, პრომენადის, პირსის, ნავმისადგომისა და ველობილიკის მოწყობა მოხდება.
პროექტი ასევე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა დათანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, სადაც აუცილებელ პირობად საერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა.
ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.