გიორგი ხვედელიანი: არ დამიმალავს არასდროს, რომ ნამახვანში ნამყოფი ვარ და ის, რომ ამ პროტესტს ვგულშემატკივრობ

“კვირას” მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ფოტოებს, სადაც ასახულია რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის ვარლამ გოლეთიანისა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის გიორგი ხვედელიანის შეხვედრა, თავად პოლიტიკოსი ეხმაურება.

ხვედელიანის თქმით, ის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტს გულშემატკივრობს და ეს არასოდეს დაუმალავს.

“რაც შეეხება ფოტოს – ერთხელ ვარ ნამახვანში ნამყოფი, დაახლოებით ერთი თვის ან ოდნავ მეტის წინ, რატომ არის დღეს ეს აქტუალური, ჩემთვის გაუგებარია. ეს იყო უბრალოდ ჩასვლა და არ დამიმალავს არასდროს, რომ ნამახვანში ნამყოფი ვარ და ის, რომ ამ პროტესტს ვგულშემატკივრობ. მართლა ვგულშემატკივრობ, რადგან მათი მოთხოვნები მგონია სწორი და მართალი, როდესაც აქციაზე მიხვალ, ვიღაცას დაელაპარაკები, სიტყვას გაცვლი”,- განაცხადა ხვედელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები