თუშეთის ეროვნულ პარკის ვიზიტორთა ცენტრი ტურისტებისთვის ღიაა

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელის. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში უკვე ღიაა, სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ყველა არსებული მომსახურების შესახებ.

“თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტი საშუალებას აძლევს ვიზიტორს თითქმის სრულად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.
თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამოდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან – ოქტომბრის ჩათვლით.
ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები